# bi/WIy88RZuKbdZ.xml.gz
# ka/WIy88RZuKbdZ.xml.gz


(src)="1"> Hao nao ol nius we i kamaot long ol niuspepa mo narafala wei emi stiarem ol lukluk we yumi gat long saed long wol tedei ?
(src)="2"> Hem nao wol we yumi luk luk long hem .
(src)="3"> Ol difren graon blong wol i luk olsem ia .
(trg)="1"> როგორ გავლენას ახდენს ახალი ამბები მსოფლიოზე , როგორსაც ჩვენ მას ვხედავთ ? აი მსოფლიო ისე , როგორც ის არის - ფართობის მიხედვით . აი მსოფლიო , როგორსაც მას ამერიკელები ხედავენ ახალი ამბების მიხედვით . ეს რუკა -- ( ტაში ) -- გვიჩვენებს წამების რაოდენობას , რომელიც დაუთმეს ამერიკულმა საკაბელო და ქსელურმა საინფორმაციო კომპანიებმა ახალ ამბებს ქვეყნების მიხედვით 2007 წლის თებერვალში -- სულ ერთი წლის წინ . ეს არის თვე , როდესაც ჩრდილოეთ კორეა დათანხმდა ბირთვული ქარხნის დაშლაზე . მოხდა უზარმაზარი წყალდიდობა ინდონეზიაში . პარიზში IPCC- მ გამოაქვეყნა კვლევა გლობალურ დათბობაზე ადამიანის გავლენის შესახებ . ა . შ . შ . წარმოადგენდა სრული საინფორმაციო სივრცის 79 % - ს . როდესაც ამოვიღებთ ამერიკის ამბებს და შევხედავთ დანარჩენ 21 პროცენტს , ვხედავთ ბევრ ერაყს - აი ეს , მწვანე - აქ - და ბევრ სხვა არაფერს . რომ გავაერთიანოთ ამბები რუსეთის , ჩინეთის და ინდოეთის შესახებ , მივიღებთ სულ 1 პროცენტს . როდესაც გავაანალიზეთ ყველა ინფორმაცია და მოვაცილეთ მხოლოდ ერთი ამბავი , აი ასეთი გამოჩნდა მსოფლიო . რა იყო ეს ამბავი ? ანა ნიკოლ სმიტის სიკვდილი . ამ ამბავმა გადააჭარბა ყველა ქვეყანას ერაყის გარდა , და გაშუქდა 10- ჯერ მეტად , ვიდრე IPCC- ს ანგარიში . ეს ციკლი გრძელდება . როგორც ვიცით , ბრიტნი ამ ბოლო დროს საკმაოდ გაშუქებულია . აბა რატომ არ ვიგებთ უფრო მეტს მსოფლიოს შესახებ ? ერთი მიზეზი ისაა , რომ საინფორმაციო ქსელებმა გაანახევრეს უცხოეთის ბიუროების რაოდენობა . ნაირობიში , ნიუ დელისა და მუმბაიში ABC- ს ერთკაციანი მინი- ბიუროების გარდა , არ არის არცერთი ქსელის ბიურო მთელ აფრიკაში , ინდოეთში და სამხრეთ ამერიკაში . -- იმ ადგილებში , სადაც ორ მილიარდ ადამიანზე მეტი ცხოვრობს . რეალურად , ბრიტნის ამბების გაშუქება უფრო იაფი ჯდება . ეს გლობალური ინფორმაციის ნაკლებობა კიდევ უფრო შემაშფოთებელია , როდესაც ვუყურებთ იმას , თუ სად ეძებენ ადამიანები ახალ ამბებს . ძირითადად ჩნდება ადგილობრივი ახალი ამბების წყაროები , რომლებიც სამწუხაროდ მხოლოდ მაუწყებლობის 12 % - ს უთმობენ საერთაშორისო ამბებს . რაც შეეხება ინტერნეტს ? ყველაზე პოპულარული საიტებიც უკეთესად არ არიან . გასულ წელს , პიუმ და კოლუმბიის ჟურნალისტიკის სკოლამ გააანალიზეს 14 000 ახალი ამბავი , რომელიც გუგლ ნიუსის პირველ გვერდზე ჩანდა . აღმოჩნდა , რომ იქ ერთიდაიგივე 24 ინფორმაცია ჩანდა . მსგავსად , ინტერნეტ ინფორმაციის ანალიზმა აჩვენა , რომ ამერიკიდან წამოსული გლობალური ახალი ამბების შემქმნელები ამუშავებენ ერთიდაიგივე ამბებს , რომლებსაც როიტერის და ასოშიეთედ პრესის სერვისებიდან იღებენ და არც სვამენ იმ კონტექსტში , რომ ადამიანებმა მათ მიმართ რაიმე კავშირი იგრძნონ . ასე რომ , ეს ყველაფერი რომ გავაერთიანოთ , ავხსნით , თუ რატომ არიან დღევანდელი უმაღლეს დამთავრებულები , ისევე როგორც ნაკლებად განათლებული ამერიკელები ნაკლებად ინფორმირებულები მსოფლიოს შესახებ ვიდრე მათი 20 წლის წინანდელი თანამემამულეები . თუ გგონიათ , რომ ეს მარტო იმიტომ ხდება , რომ არ გვაინტერესებს , არ იქნებით მართალი . გასულ წლებში ამერიკელების რაოდენობა , რომლებიც ამბობენ , რომ თვალყურს ადევნებენ მსოფლიო ამბებს 50 პროცენტით გაიზარდა . საქმე ისაა : ეს არის კი ის მსოფლიო , რომელიც გვინდა ჰქონდეთ ამერიკელებს დღევანდელ მჭიდროდ დაკავშირებულ მსოფლიოში ? მე ვიცი , რომ უკეთესად შეგვიძლია ვაკეთოთ ეს საქმე . სხვაგვარად არ შეიძლება . გმადლობთ .